თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ცხრავე პირი პატიმრობაში დატოვა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ბრალდების მხარე კი მათ მიმართ კვლავ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა.
ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. მათგან ერთ-ერთის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 18 ოქტომბერს 9 პირი დააკავა. ცხრავე მათგანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.