ბექა დავითულიანი: როგორც ჩანს, კეზერაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვინც იღებს მის ფულს, ბარემ მართვის სადავეებიც მას ეჭიროს ხელში

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არის განხეთქილება. არსებობს ერთი ფრთა, რომელსაც აქვს კეზერაშვილის ფული და მეორე, რომელსაც აღარ აქვს მისი ფული, მაგრამ ფლობს მართვის სადავეებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ დღეის მდგომარეობით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში” ახლა გამოცხადებულია კონკურსი, თუ ვინ უფრო მოიპოვებს სააკაშვილის მხარდამჭერების კეთილგანწყობას.

“როგორც ჩანს, კეზერაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვინც იღებს მის ფულს, ბარემ მართვის სადავეებიც მას ეჭიროს ხელში, შესთავაზოს თავისი კანდიდატი პარტიას და ეს ორი კლანი ერთმანეთში იბრძვის. ვინაიდან ამ ორ კლანს არ აქვს ძალა, რომ ცალსახა იყოს, რომელი გაიმარჯვებს, მიხეილ სააკაშვილს, როგორც ფაქტორს პარტიის შიგნით იყენებენ და ახლა გამოცხადებულია კონკურსი ვინ უფრო მოიპოვებს სააკაშვილის მხარდამჭერების კეთილგანწყობას“,- აღნიშნა დავითულიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები