მადრიდში, უკრაინის საელჩოში აფეთქება მოხდა, არის დაშავებული
მადრიდში, უკრაინის საელჩოში აფეთქება მოხდა.
ესპანეთის პოლიციის ცნობით, მომხდარის შედეგად, საელჩოს ერთი თანამშრომელი დაშავდა.
თვითმხილველების თქმით, აფეთქების დროს დაზარალებულს ხელში წერილი ეჭირა.
მან მსუბუქი დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აფეთქების ადგილზე გამომძიებლები, კინოლოგები და დაზვერვის თანამშრომლები მუშაობენ.
მომხდარის ვერსიები ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა, ცნობილია, რომ ტერიტორია, სადაც საელჩოა განთავსებული, შემოსაზღვრულია და პოლიცია ანტიტერორისტული ოპერაციის პროტოკოლით მოქმედებს.
საელჩოს მხრიდან კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.