კალაძე – ვენეციის კომისიაში “დეოლიგარქიზაციის კანონის” გადაგზავნაზე: მივესალმები ამ გადაწყვეტილებას

მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, – ასე აფასებს თბილისის, მერი კახა კალაძე “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტია “დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის” მესამე მოსმენით განხილვაზე უარს ამბობს და ვენეციის კომისიაში გადააგზავნის.

მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმა შესრულდეს.

„მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება კანონპროექტს, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც წარმოდგენილია, შესრულდეს. ერთ-ერთი ნაწილი არის “დეოლიგარქიზაციის კანონი” და ესეც მიღებული იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვაზე უარს ამბობენ და პროექტს ვენეციის კომისიაში გადააგზავნიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები