კახა კალაძე: “ნაცმოძრაობაში” არსებობს კონკრეტული კლანები, რომლებსაც სურვილი აქვთ, პარტიის სადავეები ხელში ჩაიგდონ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობაში” რომ დაპირისპირებაა, აშკარად იკვეთება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, “ნაცმოძრაობაში“ არსებობენ კონკრეტული კლანები, რომლებსაც სურვილი აქვთ, პარტიის სადავეები ხელში ჩაიგდონ.

„პარტიაში დაპირისპირება რომ აქვთ, ცხადია. არსებობს კონკრეტული კლანები, რომლებსაც სურვილი აქვთ, პარტიის სადავეები ხელში ჩაიგდონ, ასევე, გავლენები ჰქონდეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიებზე. ეს აშკარად იკვეთება, რომ დაპირისპირება არსებობს. დანარჩენი დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები