რაქვიაშვილი – “ნაცმოძრაობაზე”: რთულია, შევაფასოთ – რა უნდათ და რას აკეთებენ – შეიძლება, დაიშალონ

რთულია, შევაფასოთ, „ნაციონალურ მოძრაობას“ რა უნდა და რას აკეთებენ, დაველოდოთ, იქნებ, რამე გამოუვიდეთ, – ასე აფასებს “გირჩის” დეპუტატი, სანდრო რაქვიაშვილი ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესებს.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ „ნაცმოძრაობა“ დაიშალოს.

„ამხელა პარტიაში რაღაც გაუგებრობა ხდება. რთულია, შევაფასოთ, „ნაციონალურ მოძრაობას“ რა უნდა და რას აკეთებენ. დაველოდოთ, იქნებ რამე გამოუვიდეთ. იქნებ, ვინმე გამოჩნდეს და აირჩიონ, რომელიც ლეგიტიმური იქნება, პარტიას დაალაგებს. შეიძლება დაიშალონ. პრაიმერისს ატარებენ და იმასაც ვერ ვხვდები, რას აკეთებენ. რაზე მსჯელობენ და რაზე კამათობენ? – ჩვენ გვაქვს პრაიმერისი ჩატარებული და შემიძლია, მათ ჩვენი პრაიმერის სისტემა უფასოდ შევთავაზო. მზა სისტემაა, თავისი მხარდამჭერები შეიყვანონ და „გირჩის“ ფერებსაც კი შევუცვლით, რომ ვინმე არ შეწუხდეს. გამოიყენონ, როგორც დასჭირდებათ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები