ირანი და დიდი „ექვსეული“ ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ
ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ მოლაპარაკებებმა შეიძლება უშედეგოდ ჩაიაროს, – ასე შეაფასა თეირანში მიმდინარე მოლაპარაკებები ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირი ჯავად ზარიფმა.
,,მიუხედავად იმისა, რომ ირანი და მისი პარტნიორები ცდილობენ, მიაღწიონ თანამშრომლობისთვის აუცილებელ ყველა პირობას, მათ ურთულესი დეტალების შესათანხმებლად მაინც გარკვეული დრო დასჭირდებათ“,-აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.