ყაჩაღობისა და მონაზვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულის შვილი: მამაჩემი დამნაშავე არ არის, თუ დამნაშავეა, დაისჯება

ხაშურისა და სურამის ეპარქიაში, ცხრამუხის დედათა მონასტრის ყაჩაღობისა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირის შვილის განცხადებით, მამამისი უდანაშაულოა.

მისივე თქმით, დაკავებული შემთხვევის დღეს სად იმყოფებოდა, არ იცის.

“აღარ მახსოვს, ბოლოს როდის ვნახე. არ მაქვს ინფორმაცია, სად იმყოფებოდა 25 ნოემბერს. დამნაშავე არ არის, თუ დამნაშავეა, დაისჯება, მაგრამ დამნაშავე არ არის”, – აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის შვილი ტელეკომპანია “პირველთან” საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, დედათა მონასტერში რამდენიმე დღის წინ ორი პირი შეიჭრა. უცნობებს მონასტრის იღუმენიამ და წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც ერთ-ერთი მონაზონი დაშავდა. ის სხეულზე მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი. სასულიერო პირების მიერ გაკეთებული განცხადებების თანახმად, მონაზვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

პოლიციამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ცხელ კვალზე ორი პირი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და გაუპატიურებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები