დღეს შობის მარხვა დაიწყო

დღეს, 28 ნოემბერს  შობის მარხვა დაიწყო, რომელიც 7 იანვრამდე გაგრძელდება.

როგორც პატრიარქის წერილშია აღნიშნული, ეს არის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მართლმორწმუნენი ემზადებიან, რათა ძალისამებრ თვისისა სულიერად განწმენდილნი შეხვდნენ უდიდეს დღესასწაულს, – ამქვეყნად მოვლინებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

“გააძლიერეთ ლოცვა (ყოველდღიური კანონის გარდა ხშირად თქვით ,,მოწყალებისა კარი განგვიღე…“ და იკითხეთ სახარება) და ეცადეთ, ყოველ კვირა და დღესასწაულის დღეებში ეზიაროთ.

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, 25 დეკემბრამდე დასაშვებია თევზის მიღება. 25 დეკემბრიდან კი თევზეულითაც მარხვდება.

ღმერთმა მშვიდობის მარხვა და სიხარულის შობა გაუთენოს სრულიად საქართველოს და მსოფლიოს”,- აღნიშნულია ილია მეორის წერილში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები