შალვა ხაჭაპურიძე: მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, დღეს გამოცხადდეს სასამართლო პროცესზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება.

​მისივე თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება თავად სააკაშვილმა მიიღო.

“სასამართლოს გამოძახებული ჰყავს. არაერთხელ გადაიდო პროცესი მისი გამოუცხადებლობის გამო, ამიტომ იმისთვის, რომ ჩვენ არ გავხდეთ მიზეზი პროცესების ჩაშლის და პროცესების გადადების, გადაწყვიტა, რომ დღეს გამოცხადდეს სასამართლო პროცესზე, თუმცა ეს მოხდება ალბათ გადასაადგილებელი სავარძლით, იმიტომ, რომ ასეთ მანძილზე მისი გადაადგილება ფიზიკურად შეუძლებელია. აპირებს მისცეს ჩვენება სასამართლოს. მისი მდგომარეობა უკიდურესია, ეს ადვილად შესამჩნევია და დღეს ამას საზოგადოება დაინახავს”, – აცხადებს ადვოკატი.

საზღვრის უკანონო კვეთაზე სასამართლო პროცესი, თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზეა ჩანიშნული.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები