ქართველი რეჟისორი გოგი თორაძე სიდნეიში დააჯილდოვეს.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმისთვის „სნაიპერი” გოგი თორაძეს გადაეცა საპატიო ჯილდო სიდნეის საერთაშორისო კინოფესტივალზე (Sydney Australian Film Festival).
„სნაიპერი” სატელევიზიო ფილმია, რომელიც ტყვიის სროლაში ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის, ნინო სალუქვაძის შესახებ მოგვითხრობს.