ზელენსკი: წარსულში ჩვენი განადგურება შიმშილით სცადეს, ახლა კი სიბნელით და სიცივით სურთ – არ გამოგივათ

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთი პასუხს აგებს ისტორიულ დანაშაულზე – ჰოლოდომორზე და ასევე ამჟამინდელ სამხედრო დანაშაულებზე. აღნიშნულის შესახებ საუბრობენ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი ოფისის ხელმძღვანელი, ასევე პრემიერმინისტრი, უმაღლესი რადას სპიკერი და ა.შ.

„უკრაინელებმა ძალიან ბევრი საშინელება გამოიარეს. და ყველაფრის მიუხედავად შეინარჩუნეს შესაძლებლობა არ დამონებოდნენ. წარსულში ჩვენი განადგურება სურდათ შიმშილით, ახლა კი სიბნელით და სიცივით. ჩვენ ვერ გაგვტეხთ, ჩვენი ცეცხლი არ ჩაქრება, ჩვენ კვლავ გავიმარჯვებთ სიკვდილზე“, – აცხადებს ზელენსკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები