პუტინსა და ბაროზოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
რუსეთის პრეზიდენტსა და ევროკომისიის ხელმძღვანელს შორის კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი შედგა. ჟოზე მანუელ ბაროზომ და ვლადიმერ პუტინმა რუსეთსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობაზე იმსჯელეს.
ასევე, ლიდერები შეთანხმდნენ – გამოძებნონ შევედრის შესაძლებლობა. შეხვედრის დრო და ადგილი ჯერჯერობით უცნობია.
ვიდრე პუტინთან შეხვედრის დეტალები ზუსტდება, შვეიცარიის პარლამენტმა რუსეთის დუმ-ის სპიკერ სერგეი ნარიშკინის მიწვევა და შვეიცარიის პარლამენტის ქვედა პალატის პრეზიდენტთან შეხვედრა გააუქმა.
ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ნარიშკინის შვეიცარიის პარლამენტში ვიზიტი ვერ განხორციელდება ევროპაში შეცვლილი პოლიტიკური ვითარების გამო.
პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ 5 სექტემბერს იტალიაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრების შეხვედრა გაიმართება. მინისტრების განხილვის მთავარი თემა რუსეთის საპასუხო სანქციები და საპასუხო ზომები იქნება.