ცესკო-ს თავმჯდომარემ გერმანიის ელჩთან მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი დღეს გერმანიის ელჩს საქართველოში, პეტერ ფიშერს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საარჩევნო რეფორმა და ადმინისტრაციის ხედვა ამ მიმართულებით, საკანონმდებლო ცვლილებები, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების ჩატარების უპირატესობები, 2023 წელს გასამართი შუალედური არჩევნები – ეს იმ თემების მოკლე ჩამონათვალია, რომლებზეც ცესკო-ს თავმჯდომარემ გერმანიის ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც მან შეხვედრის მიმდინარეობისას აღნიშნა, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება და საარჩევნო პროცესში მათი მხარდაჭერა ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საარჩევნო პროცესზე. თავის მხრივ გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა მხარდაჭერა გამოუცხადა საარჩევნო ადმინისტრაციას და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციის როლი საარჩევნო პროცესის ღიად და სამართლიანად წარმართვის პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ცესკოს თავმჯდომარესა და გერმანიის ელჩს შორის შეხვედრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შედგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები