რუსი ოკუპანტების მიერ ხერსონის დაბომბვას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

რუსი ოკუპანტების მიერ ხერსონის დაბომბვის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ექვსი დაიჭრა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ იაროსლავ იანუშევიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსმა დამპყრობლებმა კვლავ დაბომბეს ხერსონი. დაახლოებით 17:00 საათზე ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან და არტილერიით დაფარეს ქალაქის საცხოვრებელი ტერიტორია. დაბომბვის გამო ხანძარი გაუჩნდა მაღალსართულიან შენობას. მტრის ჭურვები მოედანსაც მოხვდა“, – განაცხადა იანუშევიჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები