კახა კალაძე: გადაჭრით შემიძლია ვუთხრა თბილისელებს, რომ ვაკის პარკში 9-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა არ და ვერ განხორციელდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვაკის პარკში 9-სართულიანი სასტუმრო არ აშენდება.

მისი თქმით, გრძელდება მოლაპარაკებები მფლობელთან არსებობს კომუნიკაცია. მერი დარწმუნებულია, რომ მომდევნო დღეებში ეს პრობლემაც მოგვარდება.

„გადაჭრით შემიძლია ვუთხრა თბილისელებს, რომ ვაკის პარკში 9-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა არ და ვერ განხორციელდება, იმიტომ რომ შეუძლებელი და წარმოუდგენელია, რადგან ეს ტერიტორია ყოველთვის იყო ვაკის პარკის ნაწილი, ყოველთვის იყო რეკრეაციული სივრცის ნაწილი და ეს სივრცე შეუნარჩუნდება ვაკის პარკს“, – განაცხადა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები