სოზარ სუბარი: დღეს, როდესაც ახალი მსოფლიო წესრიგი ყალიბდება, ქართული პოლიტიკური სპექტრის მნიშვნელოვანი ნაწილი ისეთი უმნიშვნელო საკითხების განხილვითაა დაკავებული, როგორიც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის არსებული დაპირისპირებაა

საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის განცხადებით, დღეს, როდესაც მსოფლიოში ახალი მსოფლიო წესრიგი ყალიბდება, ქართული პოლიტიკური სპექტრის მნიშვნელოვანი ნაწილი ისეთი უმნიშვნელო საკითხების განხილვითაა დაკავებული, როგორიც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის არსებული დაპირისპირებაა.

„ჩვენი უბედურება ის არის, რომ მსოფლიო პროცესები მიდის, ახალი მსოფლიო წესრიგი ყალიბდება, ამას უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება და ამ დროს, იმის ნაცვლად, რომ ჩვენი მიზანი იყოს შევკავშირდეთ და ეს ქვეყანა გადავარჩინოთ, ამ მღელვარე ოკეანეში ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებისას მშვიდობიანად გავიდეთ ნაპირზე ისე, რომ ეკონომიკაც განვავითაროთ, მშვიდობა შევინარჩუნოთ და ახალ მსოფლიო წესრიგშიც ჩვენი ადგილი გვქონდეს ცივილიზებულ სამყაროში, მელია-ხაბეიშვილზე და დეკანოიძე რას იტყვის ხაბეიშვილზე – ამაზე ვართ ჩაციკლულები. „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის რადიკალურია, ვინც არ უნდა ჰყავდეთ სათავეში. მელიაზე რადიკალური ვინ იყო, მაგრამ ვერაფერი გააკეთა. რა ძალაც აქვთ, დღეს გამოჩნდა – მთელი საქართველო რომ გიორგობას აღნიშნავს, ისინი თავიანთ რევოლუციას აღნიშნავდნენ და ვნახეთ, რამდენი ადამიანიც შეიკრიბა რუსთაველზე. ქვეყნისთვის კარგია, რომ ეს პარტია ასე, თვალსა და ხელს შუა, იშლება და სასაცილო ხდება“, – აღნიშნა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები