დონბასში ჟურნალისტებმა ჰუმანიტარული ტვირთი დაათვალიერეს

  საინფორმაციო სააგენტო ,,რია-ნოვოსტის“ ინფორმაციით, დღეს დონბასში რუს და უცხოელ ჟურნალისტებს აჩვენეს ჰუმანიტარული ტვირთის შემცველობა, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობისთვის არის განკუთვნილი. მედიია წარმოამდგენლებმა თავად შეარჩიეს 20 სატვირთო ავტომანქანა და დეტალურად დაათვალიერეს ისინი. მანქანებზე აღმოჩნდა: საბავშო საკვები, ფქვილი, ბურღულეული, სასმელი წყალი და მიკრო დიზელ-გენერატორები.
სატვირთო მანქანების დათვალიერებაში მონაწილეობდნენ: ,,როიტერის“, ,,ბლომბერგის“, ,,ასოშეიტედ პრესის“, ,,ფრანს პრესის“ და ,,ბი-ბი-სის“ ჟურნალისტებმა. შეგახსენებთ, რომ 280 სატვირთო მანქანა მოსკოვის მიმდებარე ტერიტორიიდან ჰუმანიტარული დახმარებით 12 აგვისტოს გამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები