პუბლიკაციის “ნატო და საქართველო” პრეზენტაცია გაიმართა

ეროვნული სასახლის თბილისის ამერიკულ კუთხეში პუბლიკაციის „ნატო და საქართველო“ პრეზენტაცია გაიმართა.

პუბლიკაცია, რომელიც პლატფორმა „ახალგაზრდები ნატო-ში ინტეგრაციისთვის“ თანადამფუძნებლების გიორგი მამულაშვილისა და სანდრო ჯიბლაძის თანაავტორობით შეიქმნა, მიეძღვნა ნატო-ს 2002 წლის პრაღის სამიტის 20 წლის იუბილეს, სადაც საქართველოს მხრიდან პირველად გაკეთდა ოფიციალური განაცხადი ალიანსის წევრობასთან დაკავშირებით.
პრეზენტაციის შემდგომ აუდიტორიის ჩართულობით მოეწყო დისკუსია, რომელიც ნატო-საქართველოს ურთიერთობების ასპექტებსა და ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივას მიეძღვნა. პუბლიკაცია ეროვნული სასახლის თბილისის ამერიკული კუთხისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით შეიქმნა. პუბლიკაციის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისათვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები