დონეცკში ორი დღეში 11 ადამიანი დაიღუპა და 8 დაიჭრა

   ქალაქის ადმინისტრაციის საინფორმაციო სამსახურის მონაცემებით, ბოლო ორი დღის მანძილზე დონეცკში ორმხრივი ბრძოლების შედეგად დაიღუპა 11 და დაიჭრა 8 ადამიანი. ამჟამად საომარი მოქმედებები პეტროვსკის და ლენინის რაიონებში მიმდინარეობს. თვითმხილველთა თქმით, უკრაინის არმიის მიერ ქალაქი  მძიმე საარტილერიო ჭურვებით იბომბებოდა. დონეცკში დანგრეულია 267 ელექტროკვანძი, რის გამოც ქალაქის მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია. ქალაქის ბევრ რაიონში შეწყდა სასმელი წყლის მიწოდება. საერთაშორისო ექსპერტების განცხადებით, დონეცკში უმძიმესი მდგომარეობაა, მშვიდობიანი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები