გია ვოლსკი: ოპონენტები ცდილობენ, როგორმე კანონი მანიპულაციით ბიძინა ივანიშვილს შეახონ, რომელსაც თავისი მდგომარეობით არასდროს უსარგებლია
ოპონენტები ცდილობენ, როგორმე კანონი მანიპულაციით ბიძინა ივანიშვილს შეახონ, რომელსაც თავისი მდგომარეობით არასდროს უსარგებლია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ არის ჩართული.
„ოპონენტები ცდილობენ, როგორმე კანონი მანიპულაციით ბიძინა ივანიშვილს შეახონ, რომელსაც თავისი მდგომარეობით არასდროს უსარგებლია და ფულადი რესურსი არ მიუღია. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არათუ არ მონაწილეობს, არამედ საერთოდ უარი თქვა ნებისმიერ მედიასაშუალებაზე“, – განაცხადა ვოლსკიმ.