გივი მიქანაძე ისრაელის ელჩს, ჰადას ესტერ მეიცადს შეხვდა

ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, გივი მიქანაძე ისრაელის ელჩს, ჰადას ესტერ მეიცადს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ, მეგობრულ ურთიერთობებსა და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაზე ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო დიპლომატიის განვითარების პერსპექტივებზე, ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებსა და მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე. ამ მიზნით, მხარეებმა, საპარლამენტო დელეგაციების გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. როგორც აღინიშნა, შესაძლოა საქართველოს, დეკემბერში, ისრაელის ახლად არჩეული, პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი და დელეგაციის წევრები ეწვიონ, რასაც ქართველი კანონმდებლების საპასუხო ვიზიტი მოჰყვება.
მხარეებმა, ასევე, განიხილეს პარლამენტების აპარატის თანამშრომელთა ურთიერთგაცვლითი ვიზიტების შესაძლებლობები. შეხვედრისას ასევე, სხვადასხვა სექტორული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ ურთიერთობების გაძლიერებაზე, ტურიზმის მიმართულების გააქტიურებასა და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე.

„ელჩთან ვისაუბრეთ ისეთ საკითხებზე, რომლის განვითარებაც მნიშვნელოვანია ჩვენი სამომავლო ურთიერთობებისთვის. ეს არის ორმხრივი ეკონომიკური საკითხები, ინვესტიციების მოზიდვა საქართველოში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობა, ტურიზმის განვითარება. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე. ასევე, დიდი მნიშვნელობა მივანიჭეთ მიმდინარე წელს გააქტიურებულ ქალაქების დაძმობილების საკითზე და ამ მიმართულებით ურთიერთობების განვითარებას. შევთანხმდით, რომ მჭიდრო კომუნიკაციით ურთიერთობა ახალ, კიდევ უფრო მაღალ ფაზაში გადავიდეს”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები