რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორია გადაკვეთა

   დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორია გადაკვეთა. პოლონეთის სააგენტო IAR-ს ინფორმაციით, რუსულმა სამხედრო კოლონებმა, რომელთა შემადგენლობაშიც მძიმე ტექნიკაა, ქვეყნის საზღვარი გადაკვეთეს.
ჟურნალისტები, რომლებიც მიყვებიან ,,თეთრ კოლონას“, საკუთარი სოციალური ქსელის გვერდზე წერენ, რომ ჰუმანიტარულ ტვირთთან ერთად უკრაინის მიმართულებით მძიმე ტექნიკაც გადაადგილდება. ეს ინფორმაცია ,,გარდიანის“ მოსკოველმა კორესპონდენტმა და ,,ტელეგრაფის“ ჟურნალისტმა გაავრცელეს.
როგორც ,,უკრაინული პრავდა“ იუწყება, ,,ჰუმანიტარული“ კოლონის გასწვრივ რუსული მძიმე ტექნიკა და ჯანშანტრანსპორტიორები მოძრაობენ. იგივე ინფორმაცია დაადასტურა ,,ნიუ-იორკ თაიმსის“ კორესპონდენტმა, რომელიც ამჟამად ,,ჰუმანიტარულ“ კოლონასთან იმყოფება. მისი თქმით, კოლონის შემადგენლობაში ,,ბუკის“ ტიპის სარაკეტო დანადგარები შეინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები