ამერიკა კიევს მოუწოდებს, მძიმე არტილერიის გამოყენებისგან თავი შეიკავოს

  ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი მარი ხარფი  ოფიციალურ კიევს მოუწოდებს, თავი შეიკავოს აღმოსავლეთ უკრაინაში მძიმე არტილერიის გამოყენებისგან. ასევე მისი თქმით, სამხედრო კონფლიქტების დროს უნდა მოხდეს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის მინიმალიზაცია. პრესმდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს უკრაინის არმიის მოქმედებებს რეგიონში. ,,ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მომხდარ მოვლენებს. უკრაინის არმია ცდილობს, სეპარატისტები გამოდევნოს დონეცკიდან და ლუგანსკიდან, რომლებიც მოქმედებენ ამ რაიონებში“,- განაცხადა ხარფმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები