მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციასთან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე შეკრებილები არიან მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, სხვადასხვა პარტიის წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები. ექსპრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, დღევანდელი აქცია მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად იმართება.

მთავრობის ადმინისტრაციასთან მობილიზებულია პოლიცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები