ესპანეთის სახელმწიფო ვალმა ტრილიონ ევროს გადააჭარბა
ესპანეთის სახელმწიფო ვალი ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ორჯერ გაიზარდა და პირველად გადააჭარბა ტრილიონ ევროს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს ესპანეთის ნაციონალურმა ბანკმა გაავრცელა. 2014 წლის პირველი ნახევრის მონაცემების გათვალისწინებით, სახელმწიფო ვალმა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 98,4 % შეადგინა. 2013 წელს ესპანეთის სახელმწიფო ვალის ოდენობა 961 მილიონ ევროს და მშპ-ს 93,9 % -ს შეადგენდა. 2012 წელს სახელმწიფო ვალი მშპ-ს 84,9 % იყო , 2011 წელს კი საგრძნობლად ნაკლები – 68,5 %. ესპანეთის მთავრობის პროგნოზით, 2014 წელს ეკონიმიკის 0,7 % ზრდა შედგება, ხოლო უმუშევრობა 26 პროცენტს არ გადააჭარბებს. ესპანეთის ეკონომიკა განსაკუთრებით დაზარალდა 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს, რომლის ფატალური შედეგების დაძლევა ესპანეთმა დღემდე ვერ მოახერხა.
მომზადებულია economics.unian.net -ის მასალების მიხედვით