ლევან ნიკოლეიშვილი: კეზერაშვილისთვის ხაბეიშვილი რაღაც ეტაპზე იქნება ადამიანი, რომელიც ყველაფერში დაემორჩილება

კეზერაშვილისთვის ხაბეიშვილი არის ერთ-ერთი კარგი საშუალება, რომელიც რაღაც ეტაპზე იქნება ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერი დაემორჩილება, იქნება მისი იდეების გამჟღერებელი, მომყვირალი და ა.შ. „ნაციონალურმა მოძრაობამ “ დაიმსახურა ის, რა შედეგისკენ მიჰყავს საკუთარი თავი, – ამის შესახებ ექსპერტმა, ლევან ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ძალების აღდგენის კონტურებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ ხედავს.

„მელიამ რამდენჯერმე უკვე დაამტკიცა, რომ ის არ არის ლიდერი, რომელიც შეიძლება პარტიის ხელმძღვანელი იყოს“, – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარეობისთვის სამი კანდიდატი იბრძოლებს – ლევან ხაბეიშვილი, ნიკა მელია და გიორგი მუმლაძე, თუმცა არ არის გამორიცხული საკუთარი კანდიდატურა ხატია დეკანოიძემაც დააყენოს. ამ გადაწყვეტილების შესახებ დეკანოიძე სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში, ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ ისაუბრებს. შიდაპარტიული არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაახლოებით, სამ კვირაში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები