მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობაზე“: გახსენდებათ მათი რამე ბოლო აქტივობა, როგორც პარტიის? უბრალოდ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც უხდის რაღაც თანხას აგიტატორებს საარჩევნო პერიოდის წინ

გახსენდებათ მათი რამე ბოლო აქტივობა, როგორც პარტიის? ან რეგიონებში სადმე? უბრალოდ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც უხდის რაღაც თანხას აგიტატორებს საარჩევნო პერიოდის წინ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

„პარტია რომ არსებობს, მას ხომ რაღაც ნიშნები გააჩნია? რაიონული ორგანიზაციები, სადაც აქტივობებს ახორციელებენ, რაღაცას წერენ, კითხულობენ, რაღაც კანონპროექტს წარადგენს პარტია, რაღაცის დეტალურ განხილვაში შედის. რაც სატელევიზიო ყურადღების ჩარჩოში არ ხვდება, „ნაცმოძრაობას“ არცერთი აქტივობა უკვე რამდენიმე წელია განხორციელებული არ აქვს. ამიტომაა მედიაპროდუქტი. ანუ, კამერის იქით აქტივობა, „ნაცმოძრაობის“, როგორც ასეთის, არ არსებობს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები