გივი მიქანაძე გაეროს განვითარების პროგრამის საერთაშორისო ექსპერტს შეხვდა

პროპორციული არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის წევრების, რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრების ფორმები განიხილეს პარლამენტის წევრის, გივი მიქანაძის და UNDP-ის საერთაშორისო ექსპერტის, ფრანსუა ბიოლნის შეხვედრაზე.

პარლამენტის ინფორმაციით, კანადელმა ექსპერტმა რომელიც ამავდროულად, კანადის ყოფილ სპიკერს წარმოადგენს, გივი მიქანაძეს საკუთარი გამოცდილება გააცნო და მაჟორიტარული სისტემის არ არსებობის შემთხვევაში, დეპუტატების და მოსახლეობის კომუნიკაციის მიმართულებებზე ისაუბრა.

„საერთაშორისო ექსპერტი ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილებას სწავლობს და აღნიშნულ საკითხზე რამდენიმე მოდელს ამზადებს. კანადელი ექსპერტის მიერ მომზადებული ანგარიში 2024 წლიდან საქართველოს პარლამენტს დაეხმარება თუ როგორი ფორმით მოხდება პარლამენტის და რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის კომუნიკაცია და საკანონმდებლო პროცესებში მათი ჩართულობა. გაეროსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტით მომზადებული ანგარიში მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება საქართველოს მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ მხარეს აღნიშნულ თემებზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს, საერთაშორისო გამოცდილება დიდ დახმარებას გაგვიწევს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები