ირაკლი კობახიძე – ოპოზიციაზე: მათ არ უნდათ კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ – ყველაფერი დანარჩენი სპეკულაციაა
“მათ არ უნდათ კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ. ყველაფერი დანარჩენი სპეკულაციაა. ამიტომ, ამ კანონს მხარი არ დაუჭირეს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ოპოზიცია ხედავს, თუ სად არის ოლიგარქიზაციული გავლენები და სწორედ აქედან გამომდინარეობს მათი დამოკიდებულება კანონპროექტისადმი.
„ვხედავთ, რომ ამ კანონს აკრიტიკებს NGO სექტორი და ასევე რადიკალური ოპოზიცია. მიზეზი არის ერთადერთი – მათ არ სურთ დეოლიგარქიზაცია. ისინი ხედავენ, რომ ერთადერთი სადაც არის ოლიგარქიზაციული გავლენები ეს არის მათი პოლიტიკური პარტია, ესაა „ნაცმოძრაობა“, ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას“ სამეული. ოლიგარქიული გავლენები არის მხოლოდ იქ. აქედან გამომდინარე, მათ არ უნდათ კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ. ყველაფერი დანარჩენი სპეკულაციაა. ამიტომ, ამ კანონს არ დაუჭირეს მხარი“, – განაცხადა კობახიძემ.