არჩილ თალაკვაძე: საქართველოს ჰყავს ისეთი რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც გულით უნდა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია არის ანტიევროპული ძალა და საქართველოს ჰყავს ისეთი ოპოზიცია, რომელსაც „გულით უნდა, რომ საქართველომ კანდიდატი სტატუსი არ მიიღოს“.

როგორც მან აღნიშნა, ევროპული იდეის მთავარი პრინციპია დემოკრატია, ანუ წააგებს პარტია თუ მოიგებს, შედეგებს პატივი უნდა სცენ.

ამასთან, არჩილს თალაკვაძემ რადიკალური ოპოზიციის მიერ ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდა გასულ წელსაც და ეს მონაცემები რეგიონში შექმნილ კონფლიქტთან არანაირ კავშირში არ არის.

„აქცენტი გააკეთეს იმ რეკომენდაციებზე და შენიშვნებზე, რაც ყველა ქვეყნის მიმართ არის გაკეთებული და არა მხოლოდ ჩვენთან. ნახეთ უკრაინის მიმართ, მოლდოვის მიმართ გაკეთებული რეკომენდაციები და ამოიღეთ სხვა ქვეყნები, ვინც დღეს კანდიდატები არიან. ყველას ჰქონდა ასეთი რეკომენდაციები, ყველას მიმართ ჰქონდა კონკრეტული შენიშვნები თუ მოთხოვნები ევროკავშირს. მაგრამ მხოლოდ საქართველოს ჰყავდა ისეთი რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც გულით უნდოდა და უნდა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. ნახეთ ამ რადიკალური ბანაკის ანატომია, ჩანს, რომ ისინი არიან რეალურად ანტიევროპული ძალა. რა სჭირდება სახელმწიფოს, რომ იყოს ევროპული ოჯახის წევრი. თვითონ ევროპული ოჯახი რას ეფუძნება?! ჩამოვთვალოთ ძირითადი ფუნდამენტური პრინციპები ევროპული იდეის.

პირველი: ეს არის დემოკრატია – წააგებ თუ მოიგებ არჩევნებს, უნდა სცე პატივი. ეს არის ის პოლიტიკური ბანაკი, რომელიც ამბობს, რომ თუ არ გავიმარჯვებთ, არცერთ არჩევნებს არ ვაღიარებთ, მხოლოდ ის არჩევნებია სწორი, რომელშიც ჩვენ მოვიგებთ. მათ არ უნდათ, რომ იყვნენ ოპოზიციაში. მიუხედავად იმისა, რომ მიიღეს ოპოზიციისთვის საკმარისი ხმები და ამაზე პირდაპირ ეუთო/ოდირმა თქვა, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და ჩატარებული წესების დაცვით. ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და რადიკალურმა ბანაკმა თქვა, რომ ეს არჩევნები ჩვენი მხრიდან იმსახურებს ბოიკოტს. დემოკრატიას, როგორ ექცევიან ვნახეთ. მეორე: ეს არის ძლიერი ეკონომიკა, რაც უფრო იმატებს ეკონომიკური ზრდა, უფრო მეტად სტკივათ თავი რადიკალურ ოპოზიციაში. გამოდიან და ლაპარაკი დაიწყეს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა უკავშირდება რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების მდგომარეობასო. შეგახსენებთ, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა ომის დაწყებამდე. შესაბამისად ეს არის სიცრუე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ „ღამის კურიერში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები