შვეიცარიის მთავრობამ რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესა
შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება გადაწყვიტა, ამის შესახებ სამთავრობო პრესსამსახურმა განაცხადა. შვეიცარის მთავრობის განცხადებით, მათ მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების პაკეტი ევროკავშირის ქვეყნების მიერ დაწესებულ სტანდარტებს შეესაბამება. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიამ გარკვეული ტიპის პროდუქტების იმპორტი უკრაინაშიც შეზღუდა, რითაც საკუთარ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს გაუსვა ხაზი. ოფიციალურმა ბერნმა აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები დაგმო და უკანონოდ გამოაცხადა ყირიმის რეფერენდუმი, რომლის მიხედვითაც ნახევარკუნძული რუსეთს დაუბრუნდა.