რუსი ჯარისკაცები სომხეთში სამხედრო მოქმედებებისთვის ემზადებიან
სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის განცხადებით, საომარ სწავლებებში, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე გაიმართება, მონაწილეობას მიიღებს 1000 სამხედრო და 300 ერთეული მძიმე ტექნიკა. ორმხრივი საბრძოლო სწავლებების დროს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ახალი პორტატული რადიოგადამცემების და სასიგნალო მოწყობილობების გამოყენებას საბრძოლო პოზიციებზე. ჯარების საბრძოლო მოქმედებებს უპილოტო ავიალაინერები დააკვირდებიან, რომლებიც გამოიყენებენ ახალ მოწყობილობას ,,ზასტავა“ და ,,ნავოდჩიკ-2“. მათი დახმარებით გაშუქდება სამხედრო ოპერაციების მსვლელობა.