ერაყში ისლამისტმა სეპარატისტებმა 15 ადამიანი მოკლეს

   სეპარატისტების მიერ ქალაქ ელ-ფალუჯის (ბაღდადიდან 57 კილომეტრი) საარტილერიო დაბომბვის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და ამდენივე დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია ,,ალ-სუმარიამ“ გაავრცელა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაიღუპულთა შორის არიან ქალები და არასარულწლოვანი ბავშვები. ქალაქ ჯალაულას (ბაღდადიდან 150 კილომეტრი) გარეუბანში ,,ისლამისტმა სეპარატისტებმა“ ოთხი მშვიდობიანი მცხოვრები დახვრიტეს. სამთავრობო ძალებთან თანამშრომლობის გამო, გარდა აღნიშნულისა, ,,ბოევიკებმა“ ქალაქის მოსახლეობა ბინებიდან გამოაძევეს და მათი ქონების კონფისკაცია მოახდინეს.
შეგახსენებთ, რომ ,,ბოევიკებმა“ ქალაქი ორშაბათ საღამოს დაიკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები