ნინო წილოსანი: გამოვიყენებთ შესაძლებლობას, რომ საქართველოში განხორციელებული ყველა მნიშვნელოვანი რეფორმა კარგად წარმოვადგინოთ ვარჰეისთან შეხვედრებზე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი საქართველოში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ვიზიტს გამოეხმაურა.
„ჩვენთვის ეს კიდევ ახალი შესაძლებლობაა, რომ მოვუყვეთ ოლივერ ვარჰეის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე. განსაკუთრებული ყურადღებაა საქართველოს, როგორც პერსპექტივის მქონე ქვეყნისა და მომავალში კანდიდატის სტატუსის მიღების კანდიდატის მიმართ. შესაბამისად, ჩვენ ნამდვილად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რომ ყველა ის მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც განხორციელდა და, მათ შორის, შესაძლოა, ის პოლიტიკური ბატალიები ან გამოწვევები, რომელიც ჩვენთან არსებობს, საკმაოდ კარგად იქნეს აღნიშნულ საკითხზე წარმოდგენილი“, – აღნიშნა წილოსანმა.