ვლადიმერ პუტინი: უკრაინის პროცესები ,,სისხლიანი ქაოსია“
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში არსებულ სიტუაციას ,,ძმათამკვლელი“ ომი და ,,სისხლიანი ქაოსი“ უწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,იტარ-ტასი“ ავრცელებს. მათი ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის კრიზისს იალტაში გამოსვლის დროს შეეხო. პუტინის განმარტებით, რუსეთი დღეს ყველაფერს აკეთებს რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად.
,,ქვეყანა ჩაეფლო ძმათამკვლელ ომში, რომელიც სისხლიან ქაოსს დაემსგავსა, სიტუაცია ყოველდღე უფრო და უფრო ტრაგიკული ხდება“,- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ ვლადიმერ პუტინი ნახევარკუნძულს 9 მაისს ეწვია და მოსახლეობას რუსეთის მშობლიურ წიაღში დაბრუნება მიულოცა.