ეკა ბესელიამ ნუგზარ წიკლაურის ბრალდებას უპასუხა – რას ბოდავთ

   ეკა ბესელიას მოღვაწეობის დროს ფოთში პირველად აღიმართა რუსული დროშა, – აღნიშნული განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა გააკეთა, სადაც ის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან ერთად „ქრონიკის“ კითხვებს პასუხობდა.
„ქალბატონ ბესელიას რაც შეეხება. სწორედ მის დროს პირველად აღიმართა რუსული დროშა ფოთში, პოსტსაბჭოთა ისტორიის განმავლობაში. ეს ძალიან კარგად მიუთითებს ამ ადამიანის მენტალობაზე“, – განაცხადა წიკლაურმა, რაზეც უმრავლესობის დეპუტატმა უპასუხა, რომ ის ბოდავდა.
„რეებს ბოდავთ, რეებს ლაპარაკობთ“, – მიმართა ბესელიამ წიკლაურს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები