ლუგანსკის „რესპუბლიკის“ სახელმწიფო მეთაურმა ჭრილობების გამო თანამდებობა დროებით დატოვა
ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაურმა ვალერი ბოლოტოვმა ბრძოლაში მიღებული ჭრილობების გამო თანამდებობა დროებით დატოვა, ამის შესახებ მან ტელეკომპანია ,,როსსია-24“-ის ეთერში განაცხადა.
,,მე მივიღე გადაწყვეტილება, დროებით დავტოვო დაკავებული თანამდებობა, ბრძოლის დროს მიღებული ჭრილობები არ მაძლევს საშუალებას, ბოლომდე შევასრულო ჩემ მიერ დაკისრებული ვალდებულება“,-ამის შესახებ განაცხადა ვალერი ბოლოტოვმა. მის მოვალეობას დროებით,,ლუგანსკის რესპუბლიკის“ თავდაცვის მინისტრი იგორ პლოტნიცკი შეასრულებს.