წულუკიანი: ეჭვი გვაქვს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის მიღების ვალდებულება ევროკავშირის 12 რეკომენდაციაში ზოგიერთი ოპოზიციონერის ძალისხმევით მოხვდა

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით განვითარებულ პროცესებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მმართველ გუნდს ეჭვი აქვს, რომ ამ კანონის მიღება 12 რეკომენდაციაში ოპოზიციონერების ძალისხმევით მოხდა.

“დეოლიგარქიზაციის კანონის მიღების ვალდებულება ევროკავშირის 12 რეკომენდაციაში, ჩვენ გონივრული ეჭვი გვაქვს, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერის ძალისხმევით მოხვდა. შემდეგ ამავე ოპოზიციონერებმა გაიაზრეს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომლის წინააღმდეგაც სურდათ მათ ამ რეკომენდაციის ჩაწერა, ვერ იქნებოდა ეს კანონი მიმართული. როდესაც წარმოიდგინეს, რომ ნამდვილი ოლიგარქი კეზერაშვილისა და სხვა ოლიგარქების წინააღმდეგ იმუშავებდა მოცემული კანონი, პოზიცია შეიცვალეს.
რა საკვირველია, პარლამენტი თავის პოლიტიკას თვითონ განსაზღვრავს და საპარლამენტო უმრავლესობაც თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, რა და როგორ სჯობს საერთო საქმისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები