ანრი ოხანაშვილი: ის, თუ ვინ იქნებიან ოლიგარქები, თვითონვე აქვთ გაჟღერებული ამ პირებს, მაგალითისთვის, კეზერაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკაშია ჩართული

ეს ხალხი პოლიტიკურ ზნეს არ იცვლის. როგორც ისინი მიჩვეულები იყვნენ, რომ კანონპროექტებს არგებდნენ სახელებს და გვარებს და კანონპროექტები იწერებოდა კონკრეტული პირებისთვის, კონკრეტული მიზნებისთვის, რეკეტისთვის, დაშინებისთვის, ზეწოლისთვის, ეს ადამიანები იმავეს გვთხოვენ ახლაც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტმა გაუაზრებელი და უგუნური რეზოლუცია მიიღო.

„ის, თუ ვინ იქნებიან ოლიგარქები, თვითონვე აქვთ გაჟღერებული ამ პირებს. მაგალითისთვის, კეზერაშვილი თვითონვე ამბობს, რომ პოლიტიკაშია ჩართული. მართალია ევროპარლამენტმა აბსოლუტურად გაუაზრებელი და უგუნური რეზოლუცია მიიღო, მაგრამ, ეს რეზოლუცია ჩვენ დაგვეხმარება, იმაშიც, რომ კეზერაშვილი, რომელიც მოხსენებულია მედიამფლობელად, მასთან მიმართებით ეს რეზოლუცია იყოს გამოყენებული. კანონით გაწერილია 4 ძირითადი კრიტერიუმი – პოლიტიკაში ჩართულობა, დომინანტი როლი ბაზარზე, კონკრეტული ოდენობის თანხა და ასევე ის კომპონენტი, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს არ იყოს სავალდებულო. ანუ, ნებისმიერ 3 კომპონენტი არის საკმარისი იმისთვის, რომ პირი ოლიგარქად იყოს მიჩნეული“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტის განხილვას უბრუნდება. ინიცირებულ კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით – მუხლობრივად განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები