“შინაარსობრივად და სამართლებრივად აბსოლუტურად დაცლილია და ჩვეულებრივი პოლიტიკური პროპაგანდის ხასიათს ატარებს” – ირაკლი ქადაგიშვილი – ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ანგარიშზე

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ მიღებულ ანგარიშში არსებული ჩანაწერების შეფასებისას აცხადებს, რომ აღნიშნული ჩანაწერები გადღაბნილი, არაფრის მთქმელი, შინაარსობრივად და სამართლებრივად აბსოლუტურად დაცლილია. 

მისივე განმარტებით, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ჩანაწერი რევანშის აღების მიზნით გაჩნდა

„საერთოდ, მცდელობა იყო, რომ როგორც ოლიგარქი და სანქცირებული პირი, ასე ჩაეწერა იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც თავიდანვე მანკიერი პოლიტიკური ინტერესი გააჩნდა ამ საკითხზე, მაგრამ მხოლოდ ზოგადი ჩანაწერით შემოიფარგლნენ, რადგან თვითონაც, ვისაც ეს მანკიერი პოლიტიკური ინტერესი აქვს, ვერ მოჰყავს ვერანაირი სამართლებრივი არგუმენტი, კონკრეტული ფაქტი, უბრალოდ მათ აქვთ ერთგვარი პოლიტიკურ-მორალური რევანშის აღების სურვილი და ამიტომაც არის, რომ ჩანაწერებიც ასეთი გადღაბნილია, არაფრის მთქმელია, შინაარსობრივად და სამართლებრივად აბსოლუტურად დაცლილია და ჩვეულებრივი პოლიტიკური პროპაგანდის ხასიათს ატარებს. ეს არის ჩემი შეფასება ჩანაწერებთან დაკავშირებით”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები