აშშ-მა რუსეთს საბაზრო ეკონომიკის სტატუსი ჩამოართვა

აშშ-მა რუსეთს საბაზრო ეკონომიკის სტატუსი ჩამოართვა და მას ასეთად არც ანტიდემპინგურ პროცედურებში შეაფასებს.

ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტმა განაცხადა.

რუსეთის ეკონომიკას ბაზრის სტატუსი 2002 წელს მიენიჭა და უკანასკნელად ეს სტატუსი აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ 2021 წელს იყო დადასტურებული.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ „ეს გადაწყვეტილება შეერთებულ შტატებს აძლევს შესაძლებლობას, ბაზრის დამახინჯების გამოსასწორებლად აშშ-ის ანტიდემპინგური კანონები გამოიყენოს, რომელიც გამოწვეულია რუსეთის მთავრობის მზარდი ინტერვენციით მის ეკონომიკაში“.

სტატუსის მინიჭებამდე, რუსეთის ეკონომიკა მიიჩნეოდა არასაბაზროდ, რაც იწვევდა ანტიდემპინგური გადასახადების ზრდას და ექსპორტიორების ინტერესების დაცვის გაუარესებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები