კიმ ჩინ-ფიო: მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბოლო პერიოდში მეორედ ვხვდები

კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერის, კიმ ჩინ-ფიოს განცხადებით, მოხარულია, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია იმყოფება კორეის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეაში.

კიმ ჩინ-ფიო იმედოვნებს, რომ კორეის რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი პარლამენტებს შორის ურთიერთობების მეტად გაღრმავების ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

„ჩვენ ვსაუბრობთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე. მნიშვნელოვანია საპარლამენტო თანამშრომლობა და ჩართულობა. მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბოლო პერიოდში მეორედ ვხვდები. ჩვენ მომავალ წელს აღვნიშნავთ საქართველოსა და კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს. ვიმედოვნებ, კორეაში თქვენი ვიზიტი შექმნის პარლამენტებს შორის ურთიერთობების უფრო გაღრმავების ახალ შესაძლებლობებს. როგორც კი შესაძლებელი იქნება, საქართველოს ასამბლეის დელეგაციით ვეწვევი“, – განაცხადა კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები