WSJ: აშშ უკრაინას თანამედროვე დამრტყმელ დრონებს არ გადასცემს

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა არ გადასცეს უკრაინას თანამედროვე დამრტყმელი დრონები Grey Eagle MQ-1C, რასაც უკრაინა და მისი მხარდამჭერი კონგრესის წევრები ითხოვდნენ.

ამის შესახებ The Wall Street Journal ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის თანახმად, პენტაგონი ეწინააღმდეგებოდა მიწოდებას, იმის შიშით, რომ მათ შეეძლოთ კონფლიქტის ესკალაცია და მოსკოვისთვის სიგნალი იქნებოდა, რომ შეერთებული შტატები კიევს ისეთ იარაღს აწვდის, რომელსაც შეუძლია რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელება.

აშშ-ს ოფიციალური პირები ასევე გარკვეულწილად შეშფოთებული იყვნენ იმით, რომ დრონები​, შესაძლოა ბრძოლის ველზე ჩამოეგდოთ, და მტერს ხელში ჩაუვარდებოდათ გარკვეული თანამედროვე ტექნოლოგიები, მაგალითად ისეთი, როგორიცაა – ბორტ კამერები. თუმცა, აღინიშნება, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ეს რისკები არ იყო გადამწყვეტი.

უპილოტო საფრენ აპარატებს Grey Eagle MQ-1C შეუძლიათ დღის განმავლობაში ავტონომიური ფრენის შენარჩუნება, ისინი შეიარაღებულნი არიან ოთხი Hellfire ლაზერული მართვადი რაკეტებით, მათი ფრენის მაქსიმალური სიმაღლეა 8,8 ათასი მეტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები