Bloomberg: რუსეთის ელიტას რეპრესიების ეშინია

კრემლის მკაცრი ხაზის გაძლიერების მომხრეთა მომრავლება რუს ბიზნესმენებსა და ოფიციალურ პირებში შეშფოთებას იწვევს, რადგან მოსალოდნელია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა საზღვარგარეთ ბევრად მეტ კონფრონტაციას, ხოლო ქვეყნის შიგნით ფართომასშტაბიან რეპრესიებს მიმართოს.

ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

გამოცემის თანახმად, ბიზნესსაზოგადოების ლიდერები და რუსეთის მმართველი ელიტის მაღალი რანგის წარმომადგენლები მზარდი შეშფოთებით ადევნებენ თვალს იმ მოთამაშეებს, რომლებსაც ადრე პერიფერიულად აფასებდნენ, განსაკუთრებით, ევგენი პრიგოჟინს, რომელიც პუტინს სამხედრო მოქმედებების გაძლიერებისკენ მოუწოდებს.

“გადაუდებელი სტალინური რეპრესიებისკენ” პრიგოჟინის საჯარო მოწოდებებმა, იმ ბიზნესმაგნატების წინააღმდეგ, რომლებიც ომის მხარდაჭერის მცირე ენთუზიაზმს გამოხატავენ, ზოგიერთ მათგანს გაუჩინა პირადი და ოჯახების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიში.

Bloomberg-ის სტატიისთვის ყველა გამოკითხულმა ისაუბრა ანონიმურობის პირობით, რეპრესიების საშიშროების მოტივით.

პრიგოჟინის ღია თავდასხმებმა მაღალ სამხედრო ლიდერებზე (თუმცა – ზოგიერთი მათგანი შემდგომში მოიხსნა), ისევე – როგორც სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორზე, გაამძაფრა მმართველი ელიტის შფოთვა, აქვს თუ არა კრემლს უნარი ან სურვილი – “თავისიანები” დაიცვას.

აღნიშნულია, რომ თითქმის ცხრათვიანმა ომმა მხოლოდ გააძლიერა ბიზნესისა და ეკონომიკური ელიტის ბევრი წევრი იმ მოსაზრებაში, რომ უკრაინაში შეჭრა კატასტროფული შეცდომა იყო, რომელიც ქვეყანას იზოლაციაში მოაქცევს.

ერთ-ერთი რუსი მაღალჩინოსნის თქმით, პუტინს სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ დაეყრდნოს ისეთ აგრესიულ მოთამაშეებს, როგორიცაა პრიგოჟინი და რამზან კადიროვი. აღსანიშნავია, რომ ორივეს კარგად შეიარაღებული ძალები ჰყავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები