დავით მათიკაშვილი- ენმ-ზე: ეს არის დაშლის პირას მდგარი რადიკალური პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ მგონია, დიდი მომავალი ჰქონდეს

ის რადიკალიზმი, რომლის დამკვიდრებასაც საზოგადოებაში ცდილობდა, საკუთარ თავზე მიიღო, ბუმერანგივით შემოუტრიალდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა “ნაცმოძრაობაში” მიმდინარე პროცესების შეფასებისას ისაუბრა.

მისი თქმით, პარტიას მომავალი არ აქვს.

„მძიმე დრო უდგას „ნაციონალურ მოძრაობას“, ამ რადიკალურ პოლიტიკურ დაჯგუფებას, რომელმაც ის რადიკალიზმი, რომლის დამკვიდრებასაც საზოგადოებაში ცდილობდა, საკუთარ თავზე მიიღო, ბუმერანგივით შემოუტრიალდა. ეს არის დაშლის პირას მდგარი რადიკალური პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ მგონია, დიდი მომავალი ჰქონდეს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი პარტიის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები