მამუკა მდინარაძე – “ნაცმოძრაობაზე”: ვერ იყოფენ ფულს და რადიკალიზმს, ერთმანეთს ეჭიდავებიან, ვინ უფრო რადიკალური იქნება

ქვეყანაში ვერ მოახდინეს არეულობა და მოუწიათ პარტიის შიგნით, რაც ღიმილის მომგვრელია, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ შიდა დაპირისპირებას. 

მდინარაძის აზრით, პარტიაში ფულსა და რადიკალიზმს ვერ იყოფენ,

„ისინი ვერ იყოფენ ფულსა და რადიკალიზმს. ერთმანეთს ეჭიდავებიან, ვინ უფრო რადიკალური იქნება და ამ ნიშას ვინ დაიჭერს. ამ ნიშის დაკავებას რადიკალური ოპოზიციის, „ნაცმოძრაობის“ გარე ძალებიც ცდილობენ. გარდა ამისა, საუბარია იმაზე, ვინ დახარჯავს მათი ოლიგარქების ფულს და ვინ იქნება ამ სფეროს გამგებელი. ამაზეა დაპირისპირება და როცა ქვეყანაში ვერ მოახდინეს არეულობა, არეულობა მოუწიათ პარტიის შიგნით, რაც ღიმილის მომგვრელია. მათი ბუნებაა ჩხუბი, არეულობა, ქაოსი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები