ანდრიუს კუბილიუსი: არ გამიგზავნია წერილი ჰარცელისთვის, არ ვიცი ვინ არის დევიდ ლი

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ევროპული ბიზნესასოციაციის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ ლის განცხადებას „ქრონიკასთან“ საუბარში ეხმიანება.

კუბილიუსი უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ დევიდ ლის არ იცნობს.

„სრული ნონსენსია. არ გამიგზავნია წერილი ჰარცელისთვის. არ ვიცი ვინ არის დევიდ ლი. არ ვფიქრობ, რომ მას ოდესმე შევხვედრივარ. მე არ გამიგზავნია არანაირი წერილი ელჩი კარლ ჰარცელისთვის არც დევიდ ლიზე და არც სხვაზე. გაკვირვებული ამ თემით არ ვარ. ქართველი პოლიტიკოსები ადანაშაულებენ ევროპარლამენტის წევრებს. ჩემი აზრით, ეს არასწორი მიდგომაა ქართული პოლიტიკური ხელმძღვანელობის, მაგრამ ეს მათი საქმეა. მე არ ვაპირებ მათ ვებრძოლო ამ თემებზე“, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

ცნობისთვის, ევროპული ბიზნესასოციაციის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ლი კარლ ჰარცელსა და ანდრიუს კუბილიუსს ზეწოლაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები