რუსეთმა უკრაინიდან ალკოჰოლური სასმელების იმპორტი აკრძალა

    რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე  უკრაინული წარმოების ლუდის ,,ობოლონის“ იმპორტი აიკრძალა. შავ სიაში მოხვდა სხვა ალკოჰოლური სასმელებიც, რომლებსაც რუსეთს უკრაინული სადისტრუბუციო კომპანიები აწვდიან. ,,სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოვლენილია რიგი დარღვევები, რომლებიც თან ახლავს უკრაინული წარმოების არაყს, ლუდს და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს, სადაც დარღვეულია საერთაშორისო სტანდარტები“,- აცხადებს სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი. აღსანიშნავია, რომ კომპანია ,,ობოლონის“ს 80% რუსეთის ფედერაციაში იგზავნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები