ანრი ოხანაშვილი საქართველოში USAID-ის მისიის ხელმძღვანელს, ჯონ პენელს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი საქართველოში USAID-ის მისიის ახალ ხელმძღვანელს, ჯონ პენელს და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა კომიტეტის მიმდინარე აქტივობებსა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

„კიდევ ერთხელ გამოვხატე მადლიერება იმ საქმიანობისთვის, რასაც USAID საქართველოში ჩვენი ხალხის მხარდაჭერისთვის ახორციელებს, განსაკუთრებით – დემოკრატიის მიმართულებით. სტუმარს ვესაუბრე ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 – პუნქტიანი გეგმის შესრულებისთვის კომიტეტის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და იმ კონკრეტულ მიმართულებებზე, რაზეც კომიტეტი ამჟამად მუშაობს. ბატონმა ჯონ პენელმა საქართველოში USAID – ის მისიის საქმიანობის პრიორიტეტული საკითხები გაგვაცნო და ჩვენ შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე შევთანხმდით”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები